06.04.2013

ტრენინგი: კვლევა და პროექტ-გაკვეთილი



1. ანგარიშის შინაარსი:
ნაწილი 1 - ღონისძიების დასახელება
სქემაში ჩართული მასწავლებლებისათვის კვლევა და პროექტ-გაკვეთილი
ნაწილი 2 - მიზანი და ამოცანები
ტრენინგის მიზანი: პედაგოგიური კვლევებისა და  პროექტგაკვეთილების დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების უნარ-ჩვევების  გამომუშავება. ტრენინგის ამოცანა იყო კიდევ ერთხელ გაგვეაზრებინა პროფესიული განვითარების სქემა; გაგვეცნო პედაგოგიური კვლევის ეტაპები; კვლევის პრაქტიკული დაგეგმვის უნარ-ჩვევების გამომუშავება; პროექტგაკვეთილის ეტაპების განხილვა;  გაგვეცნო პროექტის შეფასების რუბრიკები;  კათედრებზე მუშაობისა და კვლევის უნარ-ჩვევების გაგება; მასწავლებელთა პორტფოლიოს წარმოების უნარ-ცვევეების გამომუშავება;  ანგარიშის ფორმების მომზადების უნარ-ჩვევების გამომუშავება. 
ნაწილი 3 - რეზიუმე
 ტრენინგი გაიმართა ხაშურის მეორე საჯარო სკოლაში 11, 13 და 14 დეკემბერს.  ტრენინგს ატარებდა ქალბატონი ნანა მონიავა.  ტრენერის მიერ დასაწყისში წარმოდგენილი იყო სესიების თანამიმდევრობა და ხანგრძლივობა, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ წარმოადგინა მასწავლებლის პროფესიული განვიტარების სქემა, რომელიც მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის დროსაც პედაგოგებმა გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები სქემის ძლიერი და სუსტი მხარეების  შესახებ.
მეორე სესია მიეძღვნა პედაგოგიურ კვლევას, თუმცა სანამ ამ საკითხზე გადავიდოდით განვიხილეთ პროფესიონალი მასწავლებლის მახასიეთებლები და ძალზედ სასიამოვნო აქტივობით 3 წუთის განმავლობაში  კალამაუღებლად ვწერდით პროფესიონალი მასწავლებლის შესახებ საკუთარ წარმოდგენებს.  ტრენერმა მოკლედ მიმოიხილა კვლევის რაობა და შემდეგ წყვილებში გადანაწილებულ იქნა კვლევის ეტაპები, რომლებიც დავამუშავეთ თითოეულმა წყვილმა და მოვახდინეთ მისი პრეზენტაცია. მას შემდეგ რაც მოხდა ყველა ეტაპის წარმოდგენა, მოხდა პრეზენტაციის შეფასება.
        მეორე დღე დაიწყო პირველი დღის მუშაობის გახსენებით, რის შემდეგაც თითოეულმა ჯგუფმა წარმოვადგინეთ საკითხი კვლევისათვის, რომელიც სამუშაო ფურცელი 1-ის მიხედვით დავამუშავეთ. ჯგუფების მიერ წარმოდგენილი იყო შემდეგი საკვლევი საკითხები:
1.      შემაჯამებელი სამუშაოების შედეგების გაუარესების კვლევა მე-9 კლასში;
2.      მე-5 კლასში მოსწავლეთა გადასვლის ადაპტაციის პრობლემის კვლევა;
3.      აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლის პრობლემების კვლევა;
4.      აგრესია მოსწავლეებში – მე-10 კლასი;
ჩემი ჯგუფი მუშაობდა შემაჯამებელი სამუშაოების შედეგების გაუარესების კვლევაზე მე-9 კლასში.  მუშაობისას განვსაზღვრეთ კვლევის მიზანი, შევთანხმდით თუ რა მეთოდებით წარვმართავდით კვლევას. მოვამზადეთ პრეზენტაცია და თითოეულმა ჯგუფმა საკუთარი საკვლევი საკითხი წარუდგინა აუდიტორიას. თითოეული პრეზენტაცია იყო საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი, რის შემდეგაც მიმდინარეობდა პრეზენტატორთან საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, როგორც გაირკვა თითოეული ჯგუფის წევრები აპირებენ წარმოდგენილ საკითხებზე სამომავლოდ აწარმოონ კვლევა საკუთარ სკოლებში. 
შემდეგ სესიაზე ტრენერმა წარმოადგინა პროექტგაკვეთილის პრეზენტაცია. ვისაუბრეთ ორიენტირებული სწავლების საკითხებზე, რის შემდეგაც სკოლების მიხედვით დავგეგმეთ ინტეგრირებული გაკვეთილები:
1.      ადამიანი და ბუნება;
2.      ხაშურის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები;
3.      საკაძის ეპოქა;
4.      კბილის ჯაგრისი;
პარალელურად მუშაობდა ერთი ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა შეფასების კრიტერიუმები და ყველა ჯგუფის პრეზენტაცია შეფასდა აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით. შეფასდა ყველა პროექის განაცხადი, შემდგომ განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.
ტრენინგის მესამე დღე დაიწყო კათედრის მუშაობის გაცნობით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კათედრების მუშაობის როლს სასკოლო კულტურაში. დასმული იყო კითხვები და შემდეგ ვიმუშავეთ სამუშაო ფურცელი 2-ის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებდა სამუშაოს შეფასების მოდელებს.  წყვილებში მუშაობის შემდეგ მოხდა თითოეული მოდელის პრეზენტაცია, წარმოვადგინეთ მოდელების ძლიერი და სუსტი მხარეები. შევთანხმდით იმაზე, რომ სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეგვითანხმოს შეფასების კრიტერიუმები.
შემდეგ სესიაზე ვისაუბრეთ მასწავლებლის პორტფოლიოზე, თუ რა არის პორტფოლიო და რისთვის გვჭირდება იგი. ტრენერმა გაგვაცნო იმ აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა შეიცავდეს პორტფოლიო.  მივიღეთ რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ მასწავლებლის პორტფოლიო. ტრენერმა გვირჩია გვეწარმოებინა პორტფოლიოში შესატანი დოკუმენტების აღრიცხვის ფურცელი, რომლის ნიმუშიც მოცემული იყო სამუშაო მასალაში, რომელიც გადმოგვეცა თითოეულ პედაგოგს.
შემდეგ სესიაზე ტრენერმა საინტერესოდ წარმოგვიდგინა ანგარიშის კვლევის მეთოდები, დასაწყისში გვაძლევდა მიმართულებებს თუ როგორ უნდა ყოფილიყო დაცული თანამიმდევრობა ანგარიშის წერის დროს, შემდეგ ინდივიდუალურად გვაძლევდა მითითებებს. დღის ბოლოს შევაჯამეთ ტრენინგის მსვლელობა, კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ კვლევებზე, პროექტგაკვეთილებზე და პროფესიული განვითარების სქემაზე, სწორედ ამის შემდეგ შევავსეთ სამუშაო ფურცელი 3, სადაც წარმოდგენილი იყო პროფესიული განვითარების სქემის „სვოტ-ანალიზი“: დადებითი მხარეები, პრობლემური მხარეები, სავარაუდო ცვლილებები და ის თუ რა შედეგზე გაგვიყვანდა ცვლილებები.  ამით  ტრენინგი  დასრულდა.

ნაწილი 4 -  ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება
თითოეული ტრენინგი რომელსაც მასწავლებელი გაივლის არის ერთი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი,  ბუნებრივია ყოველი ტრენინგი ახლის მომცემია. ასე იყო ამ ტრენინგზეც, რომელიც ხაშურის მეორე საჯარო სკოლაში გაიმართა 11, 13 და 14  თებერვალს. ტრენინგის არგებლიანობა დამოკიდებულია ტრენერზეც, რაშიც აშკარად გაგვიმართლა.  აღნიშნული ტრენიგი ჩემთვის ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ნაყოფიერად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მუშაობა კვლევაზე. აქამდე მსგავსი ტრენინგი არ გამოვლია და საკმაოდ ბევრი რამ შემძინა ამ ტრენინგმა. კერძოდ: ნათელი გახდა ის გზა თუ საიდან უნდა დაიწყოს კვლევა – ესაა კონკრეტული პრობლემა. კონკრეტულ პრობლემას მოჰყვება კითხვები რატომაა აქტუალური ეს პრობლემა? როგორ უნდა მოხდეს მისი მოგვარება? და აქ უკვე დგება  საჭიროება გავეცნოთ პედაგოგიური კვლევის მეთოდებს, როგორიცაა დაკვირვება, დიალოგები, ინტერვიურება, ფოკუს-ჯგუფები, შემთხვევის ანალიზი, ანკეტირება. ჩემთვის ნატელი გახდა თითოეული აქ ჩამოთვლილი მეთოდის რაობა. მიღებული ცოდნა  კიდევ უფრო გაამყარა კონკრეტული საკვლევი საკითხის დაგეგვმამ. ნათელი შეიქმნა რომ ანკეტირებისათვის ძალიან აუცილებელია მუშაობა ფოკუს-ჯგუფებთან, რათა დასმული კითხვები არ იყოს ზერელე და დაუგეგმავი.
განსაკუთრებით ნათელი გახდა ჩემთვის ფოკუს-ჯგუფის მუშაობა.  რომელსაც ინტერვიუსთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ რამდენიმე ადამიანს შორის ჯგუფში აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც გულახდილობით იქნება გამორჩეული. ფოკუს ჯგუფის დროს ყველას უნდა მიეცეს აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება. მოდერატორი (რომელიც შეიძლება თავადაც ვიყოთ) ხელს შეუწყობ სმონაწილეთა გულახდილობას. მოინიშნავს ძირითად ასპექტებს ანუ აწარმოებს დღიურს. ფოკუს ჯგუფი მიზნად არ ისახავს რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, მისი მტავარი დანიშნულებაა ყველას მიეცეს აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ ფოკუს-ჯგუფში მუშაობას, რომელიც ვერბალურ ინფორმაციას გვაწვდის, სანდოობა დაბალი აქვს.
ჩემთვის ახალი იყო ანკეტირების სტრუქტურული მხარე.  საინტერესო იყო მკვლევარი-მასწავლებლის ანკეტირებისათვის მზადების პროცესი. დავადგინეთ რომ არსებობს ანკეტირების დახურული, ღია, სახელობითი და ანონიმური ფორმა. დახურულია ანკეტირება რომელსაც ტან ახლავს პასუხის შესაძლო ვარიანტები. ღია ანკეტირების დოს რესპოდენტი არაა შეზღუდული პასუხში, თუმცა ასეთი ანკეტის დამუშავება საკმაოდ შრომატევადია.
ანონიმური ანკეტირების უპირატესობა სახელობითთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად ანონიმურობის დაცვს შემთხვევაში რესპოდენტი გულწრფელია და მისი პასუხი უფრო ზუსტია. ჩემთვის საინტერესო იყო ასევე კვლევის ანალიზის პროცესი, რომელიც ძალზედ საინტერესო და ამავდროულად ყველაზე რთული პროცესიც ჩანს. 
ძალიან დამეხმარა პროექტ-გაკვეთილის შესახებ ჩატარებული ტრენინგი, ცემთვის უკვე ცხადი შეიქმნა როგორ უნდა მოვახდინო პროექტის განაცხადის შევსება, რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება, რომ განაცხადი იყოს მარტივად აღსაქმელი და რაც მტავარია ნათელ წარმოდგენას გვაძლევდეს პროექტის შესახებ.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ტრენინგზევე დავგეგმე ერთი საინტერესო კვლევის ჩატარება:  შემაჯამებელი სამუშაოების შედეგების გაუარესების კვლევა მე-9 კლასში; გარკვეულწილად დავსახე კიდეც ფოკუს-ჯგუფები (მშობლები, მოსწავლეები, შესაძლოა პედაგოგებიც).
ბუნებრივია, თითოეული მიღებული ცოდნა მაშინაა სრულყოფილი, როდესაც ხდება მისი გაზიაება, რაც გვაძლევს იმის საშუალებას კიდევ უფრო სხვა თვალით შევხედოთ ჩვენს მიერ კონკრეტულ თემაზე მიღებულ ცოდნას. ტრენინგის შემდეგ ვგეგმავ მოვამზადო სლაიდ-შოუ და თანამშრომლებს გავუზიარო ტრენინგზე მიღებული შთაბეჭდილება. შესაძლოა ეს პრეზენტაცია იყოს კოლექტიური, რადგან ჩემი სკოლიდან 4 პედაგოგი ვღებულობდით მონაწილეობას აღნიშნულ ტრენინგში.  სავარაუდოდ პრეზენტაციას მოვაწყობთ იანვრის არდადეგების პერიოდში.

0 კომენტ.:

Отправить комментарий

გვერდები

Технологии Blogger.